ჩვენ ვაწარმოებთ ფანტაზიას

ტელევიზიისა და თეატრის პავილიონები

ჩვენი კომპანიის პოპულარობა დიდწილად უკავშირდება სატელევიზიო არხების, და სატელევიზიო სტუდიების დიზაინს და თეატრების სცენების მოწყობას.

სატელევიზიო სტუდიის დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და რთული პროცესია, მაგრამ პროდეკორის დიზაინერების პროფესია ისედაც ყოველთვის გამოწვევებითაა სავსე! სატელევიზიო სტუდიის დიზაინის შესამუშავებლად აუცილებელია გესმოდეს თანამედროვე ტექნიკა, მისი მოწყობა და შეგეძლოს ინტერიერის დიზაინის ტენდენციების გადმოტანა სცენაზე. საკმარისი არაა მხოლოდ ტელევიზიის პავილიონის მოწყობა, აუცილებელიც კია, რომ დიზაინერმა შემკვეთს შესთავაზოს სცენის ეფექტური გაფორმებაც ლაითბოქსებით, 3D ქანდაკებებით, თუ თემატური დეკორაციებით.

თეატრის თუ ტელევიზიის პავილიონის მოწყობა საჭიროებს მასალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნას. მაგალითად, სატელევიზიო სტუდიების მოწყობის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისეთი მასალები, რომლებიც ირეკლავს, ან ზედმეტად ანათებს. ამ ინფორმაციის ცოდნა ბევრად უფრო აუმჯობესებს მომხმარებლისა და დამკვეთის გამოცდილებას!

დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო, მოაწყვეთ ღონისძიებები პროდეკორთან ერთად!

მიიღეთ შეთავაზება

რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის და სურათის მიმაგრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეთავაზებას თქვენს ელფოსტის მისამართზე 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

Ადვილი
Სწრაფი
უფასო