ჩვენ ვაწარმოებთ ფანტაზიას

საგამოფენო და სარეკლამო სტენდები

დღევანდელ მარკეტინგულ სამყაროში ნებისმიერი კომპანიისა თუ ბრენდის მიზანია საკუთარი თავის წარმოჩენა და გამორჩეულობა. იმისათვის, რომ ბრენდმა მომხმარებელს თავი დაამახსოვროს, უამრავი ადამიანი მიმართავს საგამოფენო და სარეკლამო სტენდებს. სტენდები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ მომხმარებელს პროდუქტისა და ბრენდისადმი ინტერესი გაუჩინო, დააჩქარო გაყიდვები და საკუთარი სერვისი ისეთი გზით წარმოაჩინო, რომელიც ბრენდს წარმატებას მოუტანს.

ნათელი, დასამახსოვრებელი, მანათობელი სარეკლამო სტენდების გამოყენებით (საგამოფენო სტენდები, პრომო სტენდები, სარეკლამო სტენდები, შოუ ბოქსები, ლაითბოქსები) თქვენ გამოირჩევით სარეკლამო ბაზარზე და ეხმარებით მყიდველს მისთვის საინტერესო პროდუქტის ადვილად პოვნაში:

  • ლაითბოქსები

ლაითბოქსები აქტიურად გამოიყენება რეკლამაში, ფოტოგრაფიაში და ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში. ამ გამჭვირვალე ყუთზე გამოსახულია სარეკლამო ინფორმაცია, შიგნიდან კი სხვადასხვა ტიპის (ძირითადად LED) განათება აქვს დამონტაჟებული.

ლაითბოქსები აქტიურად გამოიყენება გარე რეკლამებისათვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიების გასაფორმებლად, ტელევიზიისა თუ სასცენო პავილიონების მოსაწყობად, და ა.შ ის ნამდვილად დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენმა ბრენდმა ყურადღება მიიქციოს.

  • საგამოფენო სტენდები

საგამოფენო სტენდები გამოფენების, სავაჭრო ივენთებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებების დიზაინის განუყოფელი ნაწილია. საგამოფენო სტენდები წარმოადგენენ ფიზიკურ სივრცეს, სადაც ბიზნესები თავიანთ პროდუქტებს, სერვებსა თუ ბრენდის იდენტობას პოტენციურ კლიენტებს აჩვენებენ. საგამოფენო სტენდის დიზაინი მნიშვნელოვნად განაპირობებს ბრენდის წარმატებას. იხილეთ პროდეკორის ექსპო და პრომო პავილიონების გაფორმებაც.

  • შოუ ბოქსები

შოუ ბოქსები საცალო ვაჭრობის ან საგამოფენო გარემოში გამოსაფენი გამჭვირვალე, მანათობელი ყუთებია, რომლებიც გასაყიდი ან გამოსაფენი საგნების წარმოსაჩენად, ჩასაწყობად გამოიყენება. შესაძლოა გჭირდებოდეთ შედარებით მცირე ზომის შოუ ბოქსი საიუვილერო გამოფენისათვის, ან შედარებით მოცულობითი – მუზეუმებისა თუ გალერეებისათვის. 

Pro Decor დაგეხმარებათ, შექმნათ ნებისმიერი სტილის, ტიპისა და სირთულის საგამოფენო და სარეკლამო სტენდები. მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის მაღაზიის სტენდები, პრომო სტენდები, სარეკლამო ნეონის სტენდები, ა.შ. 

დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო, გადახედეთ ნამუშევრებს!

მიიღეთ შეთავაზება

რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის და სურათის მიმაგრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეთავაზებას თქვენს ელფოსტის მისამართზე 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

Ადვილი
Სწრაფი
უფასო