ჩვენ ვაწარმოებთ ფანტაზიას

ექსპო და პრომო პავილიონები

ექსპო ღონისძიებები შესანიშნავი შესაძლებლობაა ამჟამინდელ და პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. გამოფენისა და პრომო პავილიონების საშუალებით მყიდველს ანიჭებთ უნიკალურ გამოცდილებას, აცნობთ თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს.

გამოფენებზე ჩვენს მიერ დამზადებული შიდა თუ გარე პავილიონები ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიულობით, საუკეთესოდ გადმოსცემდა ბრენდის იდენტობას.

პროდეკორის დიზაინერებმა დააგროვეს გამოცდილება ექსპო პავილიონების დამზადებით არაერთი ცნობილი ორგანიზაციისათვის. საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ თუკი კომპანიას პავილიონების დამზადებასთან ერთად თემატური დეკორაციების დამატებაც უნდა, პროდეკორი აუცილებლად შესთავაზებს საუკეთესო ვარიანტებს. ბევრი ორგანიზაცია შიდა თუ გარე პავილიონების გაფორმებასთან ერთად, 3D ქანდაკებების, სარეკლამო სტენდების მოწყობასაც ითხოვს. ეს ფაქტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენთან პავილიონების შეკვეთასა და დამზადებას მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად შეძლებთ, თანაც ისე, რომ თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო და შეუკვეთეთ პავილიონები ფორმის, ზომის, ფერის, დანიშნულებისა და ტექნიკური სირთულის მიხედვით.

მიიღეთ შეთავაზება

რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის და სურათის მიმაგრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეთავაზებას თქვენს ელფოსტის მისამართზე 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

Ადვილი
Სწრაფი
უფასო