Pro Decor ყველა ქორწილს, დაბადების დღეს და სხვა დიდ ღონისძიებას ნამდვილ ზღაპრად აქცევს. თუ თქვენ აწყობთ ქორწილებს, დაბადების დღეებს და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს და გსურთ თქვენი ცერემონია დაუვიწყარი იყოს, გთავაზობთ ივენთებისთვის დეკორაციის დამზადებას.
საქორწილო გაფორმება
საქორწილო გაფორმება ნებისმიერი ტიპის ქორწილისთვისაა საჭირო. ჩვენი დიზაინერები გთავაზობენ არამხოლოდ ქორწილის დიზაინს, არამედ გეხმარებიან, გააფორმოთ საქორწილო მაგიდა, შეარჩიოთ ყვავილები, ფერები, რომლებიც თქვენს გემოვნებას და სურვილს მოერგება.
კორპორატიული წვეულების გაფორმება
ჩვენს სერვისებს შორის იპოვით არამხოლოდ დაბადების დღისა თუ ქორწილის, არამედ კორპორატიული წვეულების გაფორმებასაც. როგორც იცით, საქართველოში ხშირად ეწყობა კორპორატიული საღამოები. იმისათვის, რომ დასაქმებულებს მაქსიმალურად აუმაღლოთ განწყობა, შეარჩიოთ საუკეთესო დიზაინი და წვეულების თემატიკა, მოგვმართეთ დაუყოვნებლივ! აარჩიეთ ლაითბოქსები, სარეკლამო სტენდები თუ თემატური დეკორაციები თქვენი კორპორატიული საღამოსთვის.
დაბადების დღის გაფორმება
დაბადების დღის გაფორმება ჩვენი დიზაინერებისათვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თქვენთან გასაუბრების შემდგომ, დავადგენთ თქვენს სურვილებს, შემოგთავაზებთ ჩვენს იდეებს, შევათანხმებთ ფერებს, დიზაინს, ტორტის მოდელებს, შესაძლოა, 3D ქანდაკებების იდეამაც მოგხიბლოთ.
ჩვენი ექსპერტები ასევე დაგეხმარებიან ისეთი დიზაინის შერჩევაში, რომელიც ყველაზე მეტად მოგერგებათ.
მუდმივად ვადევნებთ თვალს დარგის განვითარებას და ვ ვთანამშრომლობთ ქორწილებისა და სხვა ცერემონიების ორგანიზატორ კომპანიებთან. ყველა დეტალი (ღონისძიების ფოტო- დეკორაციების ჩათვლით) მზადდება ცალ-ცალკე, საერთო ჰარმონიის შენარჩუნებით.
რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის და სურათის მიმაგრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეთავაზებას თქვენს ელფოსტის მისამართზე 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
Automated page speed optimizations for fast site performance